ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ სოფელში ნაწამები ცხედრები იპოვეს - უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის სოფელ ზალიზნიჩნოეში უკრაინელმა სამართალდამცავებმა 4 ადგილობრივის ცხედარი იპოვეს, რომლებსაც სხეულზე წამების კვალი აღენიშნებათ - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, ​ზალიზნიჩნოეს მცხოვრებლებმა თავად მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს დეოკუპაციის შემდეგ და განაცხადეს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.

წინასწარი მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები სოფლის ოკუპაციის დროს მოკლეს.

ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შეგახსენებთ,  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირას გაათავისუფლეს და კონტროლი აღადგინეს ხარკოვის რეგიონში, 40-ზე მეტ დასახლებაზე.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი