ორი ფოტოთი დამსხვრეული მითი. ამბოხებულები ქართული ოცნების სამსახურში რჩებიან. ოთხეული სახელისუფლო გუნდის შეკრებებზე სასურველი სტუმარია და არც მმართველ ძალასთან საჯარო გამოჩენას ერიდება.
ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილი და მაჭარაშვილი ოცნების მაღალჩინოსნებს გვერდს იმ შეხვედრაზეც უმშვენებდნენ, სადაც შიდა პარტიული გეგმები და სტრატეგია განიხილებოდა.
დღეს ამბოხებული ოთხეული არსად გამოჩენილა, მათი დაცვა კი საკუთარ თავზე ქართულმა ოცნებამ აიღო. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შეიძლება პარტია და ფრაქცია დატოვო, მაგრამ მაინც ოცნებაში დარჩე.