ვინ უმასპინძლა "კაწროს" რაჭაში - ბილანიშვილმა "ოცნების" ლიდერებთან და პოლიციის მაღალჩინოსნებთან ერთად დაისვენა

გამოქვეყნდა:

ვერსია, რომ "კაწრო" "ქართული ოცნების" გავლენიანი პირებისა და მაღაჩინოსანი სამართალდამცველების მეგობარია, უამრავი დოკუმენტური მასალით მტკიცდება. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი რამდენიმე დღის წინ რაჭაში მმართველი პარტიის გავლენიანი ბოსების შეკრებაა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ცნობებით, კრიმინალური ავტორიტეტი ამ დროს, ასევე რაჭაში იმყოფებოდა. ის ცხოვრობდა იმავე სასტუმროში, სადაც "ქართული ოცნების" ლიდერები გაჩერდნენ. ხვდებოდა პოლიტიკოსებს, აწარმოებდა მათთან კონსულტაციებს და დროს ატარებდა ადგილობრივი პოლიციის უფროსთნ. 

ცნობილია, რომ "კაწრო" ონის რაიონში, დეპუტატ ივლიანე წულაიას სასტუმროში "სანსეტ შოვი" ისვენებდა. მან ამ დასვენების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში არაერთხელ გააზიარა. სწორედ ამ ფოტოებიდან ჩანდა, რომ ამავე სასტუმროში თბილისის მერის, კახი კალაძის ოჯახი ისვენებდა. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ავთანდილ ბილანიშვილს შოვში ონის რაიონის პოლიციის უფროსმა, მირიან ქავთარაძემ უმასპინძლა. 

ავთანდილ ბილანიშვილი კრიმინალურ სამყაროსთანაც საკმაოდ დაახლოებულია. ცნობილია, რომ მამამისი კანონიერი ქურდი იყო.

შეგახსენებთ, რომ "კაწროთი" "მთავარი არხი" მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა გვარმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში გაიჟღერა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი