სროლები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე | არსებული ინფორმაციით, დაიბომბა რამდენიმე ქალაქი

გამოქვეყნდა:

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის ხმა ისმის. ინფორმაციას ადგილობრივებზე დაყრდნობით უცხოური მედიასაშუალებები ტელეგრამ-არხებსა და Twitter-ის გვერდებზე ავრცელებენ. 

გამოცემა ANCA სომხურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან დაიბომბა სომხეთის ქალაქები, ვარდენი და ჯერმუკი. ასევე, აფეთქებების ხმები ისმის გორისთან და სოფელ ტატევთან. 

გამოცემა Труха კი ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს საზღვარზე მიმდინარე სროლების ვიდეოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ: "სომხეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი პროვოკაცია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, ისინი კი იძულებულები გახდნენ, საპასუხოდ ინტენსიური ცეცხლი გაეხსნათ".

მედია ასევე წერს, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა არტილერიიდან და მსხვილკალიბრიანი ქვემეხებიდან სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს გორისის, სოტკისა და ჯერმუქის მიმართულებით. მათივე ცნობით, აზერბაიჯანი უპილოტო საფრენ აპარატებსაც იყენებს. 

აქვე, უცხოური მედიასაშუალებები წერენ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს სპეციალურ განცხადებას, სადაც არსებული ვითარების შესახებ ისაუბრებს. აქვე, ისინი არაოფიციალური ინფორმაციით იუწყებიან აზერბაიჯანის მხარეს მსხვერპლის შესახებ.

"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეთანხმების მიხედვით, სომხეთზე თავდასხმა რეალურად ნიშნავს თავდასხმას ბელარუსზე, ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, რუსეთსა და ტაჯიკეთზე. სომხეთს უფლება აქვს თანამეგობრობას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართოს" - წერს გამოცემა Ukraine Online ტელეგრამის საკუთარ არხზე.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ვანის ტბის მიმდებარედ თურქული უპილოტო საფრენი აპარატი ბაირაქტარ TB2 სადაზვერვო ფრენას ახორციელებს. 

[მასალა ახლდება] 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი