
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური სროლა გრძელდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია. ასევე, ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთში, გიუმრის 102-ე რუსულ ბაზაზე სრული მობილიზაცია გამოცხადდა.
ერევანში კი ამ წუთებში სამთავრობო მანქანების სირენების ხმა ისმის. ვიდეოს უცხოური მედია ტელეგრამის არხებზე ავრცელებს და წერს, რომ ფაშინიანი მთავრობის ადმინისტრაციაში მიემართება.
პარალელურად, ცნობილი ხდება რომ უახლოეს პერიოდში განცხადების გაკეთებას გრგმავს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მანამდე უცხოური მედია უწყებაზე დაყრდნობით არაოფიციალურად წერდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლებს მსხვერპლი მოჰყვა აზერბაიჯანის მხარეს.
დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
აქვე, სომხურ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და ის 02:30 საათიდან ამოქმედდება, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არავის გაუკეთებია.
[მასალა ახლდება]
იხილეთ ასევე: