53 300 მოკლული რუსი სამხედრო - უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები ოკუპანტების დანაკარგებზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 13 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 53 300;
  • ​ტანკი - 2 175 ;
  • ჯავშანტექნიკა - ​4 662 ;
  • საარტილერიო სისტემა - 1 279 ;
  • სარაკეტო სისტემა - 311;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 165;
  • თვითმფრინავები - 244;
  • ვერტმფრენი - 213;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 904;
  • საკრუიზო რაკეტები - 233;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 469 ;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 117.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი