სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 დაღუპულია - ფაშინიანი

გამოქვეყნდა:

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად სომხურ მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა

"სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის", - დასძინა პრემიერმა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით კი  სომხეთის არმიის დანაკარგები 150-200 ადამიანია

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, შუაღამისას, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიწყეს სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა სხვადასხვა მიმართულებით - სოტკში, ვარდენისში, გორისში, კაპანში, არტანიშში და იშხანასარში. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმები ხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც. სომხეთის მთავრობამ უკვე მიმართა რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს უშიშროების საბჭოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი