
ბრძოლები გრძელდება ლიმანის კონტროლისთვის, საიდანაც დაიწყება ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაცია. რუსეთის ფედერაციას უკრაინა-რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარე სვატოვე-ტროიცკეს მიდამოებიდან თავისი ჯარების ნარჩენები გაჰყავს - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა უკრაინულ მედიასთან საუბარში.
"მთავარი დარტყმა, რა თქმა უნდა, იქ იქნება. აქედან დაიწყება ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაცია", - აღნიშნა გაიდაიმ.
მისივე მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა ქალაქი კრემინა კოლაბორანტებთან ერთად დატოვეს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები იქ ჯერ კიდევ არ არიან.