
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში ხარკოვის ოლქიდან გაყვანილ რუსულ ძალებს 1-ლი გვარდიის სატანკო არმია [1 GTA] წარმოადგენდა, რომლებიც დასავლეთ სამხედრო ოლქს [WEMD] ექვემდებარება.
ყოველდღიურ მიმოხილვაში დაზვერვა წერს, რომ 1 GTA-მ უკრაინაში შეჭრის საწყის ფაზაში დიდი მსხვერპლი განიცადა და ხარკოვში უკრაინის კონტრშეტევისთვის სრულად აღდგენილი არ იყო.
უწყების ცნობით, 1 GTA რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური არმია იყო, რომელიც გამოყოფილი იყო მოსკოვის დაცვისა და NATO-სთან ომის შემთხვევაში კონტრშეტევებისთვის.
"1-ლი გვარდიის სატანკო არმია და სხვა დასავლეთ სამხედრო ოლქის ფორმირებების სერიოზულ ზარალთან ერთად, რუსეთის ჩვეულებრივი ძალები, რომლებიც შექმნილია NATO-სთან დასაპირისპირებლად, ძალიან დასუსტებულია. რუსეთს ამ შესაძლებლობების აღსადგენად, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება", - წერს დაზვერვა.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირას გაათავისუფლეს და კონტროლი აღადგინეს ხარკოვის რეგიონში, 40-ზე მეტ დასახლებაზე.