დღეს რუსეთთან მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე მიმდინარეობს - კულება

გამოქვეყნდა:

„ჩვენ რუსეთთან ომში ვართ არა იმისთვის, რომ მათთან საუბრის შესაძლებლობა მივიღოთ, არამედ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ RBC-Ukraine-თან ინტერვიუში.

კულებას თქმით, რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებზე სერიოზულად მხოლოდ მას შემდეგ ილაპარაკებს, რაც მისი არმიის პოზიციები მაქსიმალურად შესუსტდება. 

უკრაინის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ მზად არიან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასაუბრო იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა:

"მოლაპარაკების ვარიანტს არავინ უარყოფს, ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით მთავრდება, მაგრამ საკითხავია, რა პოზიციაზე ზიხარ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს რუსეთთან მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე მიმდინარეობს და ეს არის მოლაპარაკების ერთადერთი ტიპი, რომელიც მას ნამდვილად ესმის.

მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მაგიდასთან, თუ საქმე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას ეხება. და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ყველა პარტნიორს" ამბობს კულება.

მისივე თქმით, ამჟამად ვერც საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ რუსეთის მხრიდან მზაობას ასეთი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი