"გამოიჩინონ თავშეკავება" - რუსეთის საგარეო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე

გამოქვეყნდა:

გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეულ რაიონებში მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ღამეს სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

რუსეთი მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მათი შუამავლობით, მოსკოვის დროით 09:00-ზე გაფორმდა.

"მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად.

ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ბაქოსთან და ერევანთან. სომხეთის ხელმძღვანელობისგან მიღებული იქნა მიმართვა სიტუაციის მოგვარებაში არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად და ОДКБ-ს მეშვეობით დახმარების თხოვნაზე. ჩვენ ველით, რომ რუსეთის შუამავლობის შედეგად მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც მოსკოვის დროით 9:00 საათზე გაფორმდა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, შესრულდება სრულად.

„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს, სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში, რუსეთის მხრიდან საკონსულტაციო დახმარების გაწევით“, - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, შუაღამისას, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური სროლები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიწყეს სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა სხვადასხვა მიმართულებით - სოტკში, ვარდენისში, გორისში, კაპანში, არტანიშში და იშხანასარში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი