საფრანგეთი გაეროს უსაფრთხოების სხდომას მოუწოდებს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებულ  ვითარებაზე იმსჯელონ

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი გაეროს უსაფრთხოების სხდომას მოუწოდებს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებულ  ვითარებაზე იმსჯელონ. ამის შესახებ ემანუელ მაკრონის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი. 

შეერთებულ შტატებსა და რუსეთთან ერთად, საფრანგეთი მინსკის ჯგუფის თანაპრეზიდენტია. აღნიშნული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავალია.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, შუაღამისას, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური სროლები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიწყეს სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა სხვადასხვა მიმართულებით - სოტკში, ვარდენისში, გორისში, კაპანში, არტანიშში და იშხანასარში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი