ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საუბარი ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, შუაღამისას, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური სროლები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიწყეს სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა სხვადასხვა მიმართულებით - სოტკში, ვარდენისში, გორისში, კაპანში, არტანიშში და იშხანასარში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი