
FSB ემზადება თავისი თანამშრომლებისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების ევაკუაციისთვის რუსეთში, დროებით ანექსირებული ყირიმიდან - უკრაინული მედია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული განკარგულების შინაარსს ასაჯაროებს.
ოკუპანტი ქვეყანა რეგიონის მმართველებს უბრძანებს უკრაინული ჯარის სამხრეთით წინსვლისთვის მოემზადოს და კონტრშეტევის შემთხვევაში ნახევარკუნძულიდან მაღალჩინოსნების დროული ევაკუაცია უზრუნველყოს.
"უკრაინის დამცველების წარმატებული ქმედებები აიძულებს დროებით ოკუპირებული ყირიმის და ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთის ე.წ. ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაასახლონ თავიანთი ოჯახები რუსეთის ტერიტორიაზე.
მიუხედავად ნახევარკუნძულზე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, FSB-ს ოფიცრები და ზოგიერთი სამხედრო ნაწილის მეთაურები ფარულად ცდილობენ თავიანთი სახლების გაყიდვას და ნახევარკუნძულიდან ახლობლების სასწრაფო ევაკუაციას.
ამავდროულად, ოკუპანტებმა აკრძალეს ხელშეკრულების დადება საცხოვრებლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ, დააწესეს შეზღუდვები ყირიმის ხიდზე გადაადგილებაზე და ყველანაირად ცდილობენ დახურონ ინფორმაცია უკრაინის დამცველების კონტრშეტევით ქმედებების შესახებ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა შეახსენებს, რომ ყველა სამხედრო დამნაშავე გამოაშკარავდება და დაისჯება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის." ნათქვამია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.