მედია მენეჯერების დევნის შეწყვეტა, კომუნიკაციების კომისიის რეფორმირება - ოპოზიცია კანონპროექტს ამზადებს

გამოქვეყნდა:

მედია მენეჯერების სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა, ბოიკოტის დასრულება კრიტიკული არხების მიმართ და კომუნიკაციების კომისიის რეფორმირება - მედიის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი ამ მთავარ საკითხებზე შეჯერდა.

მედიის მიმართულებით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებს კი ოპოზიციური ჯგუფი პარლამენტს კვირის ბოლოს გაუგზავნის.

"პირველი ინიციატივა, რომ მოხდეს ამნისტია მედია მენეჯერების და მედიის მფლობელების მიმართ, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე აქვთ დაწყებული პროკურატურას და აქ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და 12-პუნქტიან გეგმაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. იმავდროულად, ის რომ კომუნიკაციების კომისიას ჩამოშორდეს სადამსჯელო ფუნქციები, დღეს ის გადაქცეულია დამჯარიმებელ ორგანიზაციას მედია საშუალებების და ტელევიზიების", - თქვა ენმ-ს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა. 

მისი განცხადებით, ამ საკითხებზე ოპოზიციის ერთიანი კანონპროექტი მომზადდება და წარედგინება პარლამენტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი