ღარიბაშვილი გერმანიაში გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. 
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი