
სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ოფიციალური ერევნის განცხადებაშია ნათქვამი, ფაშინიანმა შარლ მიშელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა "სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანული აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ“.
„შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ძალისხმევა გამოიჩინოს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში.