საუდის არაბეთში დააკავეს კაცი, რომელიც დედოფალ ელისაბედის ხსოვნისადმი ლოცულობდა

გამოქვეყნდა:

საუდის არაბეთში კაცი დედოფალ ელისაბედის ხსოვნის პატივსაცემი ლოცვის გამო დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას apnews ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კაცმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის მექაში დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნის პატივსაცემად ლოცულობს, კაცის ვინაობა უცნობია. 

"უმრა დედოფალ ელისაბედ II-ის სულისთვის. ალაჰმა მიანიჭოს მას სამოთხეში მშვიდობა და მიიღოს იგი მართალთა შორის“, - ეწერა ბანერზე, რომელიც მომლოცველ კაცს ეჭირა. 

ცნობისთვის ისლამის უწმინდეს ადგილებს შორის, აკრძალულია ლოცვა არამუსლიმებისთვის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი