
რომის პაპი ფრანცისკე ყაზახეთში ჩაფრინდა, სადაც რელიგიათშორის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას france24 ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პაპი ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სამდღიან ვიზიტს აწყობს პოსტსაბჭოთა სივრცეში მშვიდობისა და დიალოგის უზრუნველსაყოფად.
რელიგიათშორის სამიტში 50 ქვეყნის 100 დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
"იქნება დიალოგი, დაახლოება, სხვადასხვა რელიგიის და კულტურის წარმომადგენლებს შორის მშვიდობის მოძებნა ამ ვიზიტის ძირითადი მიზანია“, - თქვა ვატიკანის პრესმდივანმა მატეო ბრუნიმ.
პაპი ფრანცისკე უკვე ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ ტოკაევს შეხვდა