
აშშ-ს საელჩო ოფიციალურად ადასტურებს, რომ დიპლომატიური უწყების ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ. საელჩომ ცოტა ხნის წინ მოკლე კომენტარი გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცველებს რეაგირებისათვის - "აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით" - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. მოხდა შენობის ევაკუაცია და თანამშრომლებს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა.
სხვა ინფორმაცია ამ დროისათვის ცნობილი არ არის.