
რეგიონი ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირიპირების ზღვარზეა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა კვლავ უკიდურესად დაიძაბა. მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებები და სროლა არ შეწყვეტილა ორი ქვენის საზღვართან. მხოლოდ ბოლო საათების განმავლობაში დაღუპულია 49 სომეხი ჯარისკაცი, მსხვერპლია აზერბაიჯანულ მხარესაც. ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანმა ოფიციალურად გაასაჯაროვა სამხედრო დანაკარგები. მათი ცნობით, დაღუპულია 50 სამხედრო.
რა გახდა კონფლიქტის ესკალაციის მიზეზი, უცნობია. პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებს ორივე ქვეყანა. პრემიერმა ფაშინიანმა უკვე ჩააყენა საქმის კურსში შეერთებული შტატები და კრემლი, როგორც უსაფრთხოების გარანტორი, თუმცა პუტინისგან დახმარებაზე უარი მიიღო.
როგორც ჩანს, უკრაინაში მარცხის ზღვარზე მყოფი კრემლის დიქტატორისთვის სომხეთის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, რასაც ადასტურების ის ფაქტიც, რომ სამშვიდობოების 7 000 კაციანი შემადგენლობა ქვეყნიდან უკრაინაშია გადასროლილი.
ავტორი: გუგა მაისურაძე