
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მხარი დაუჭირა პარლამენტის დეპუტატების ინიციატივას დედაქალაქის ყოფილი სახელის, ასტანას დაბრუნების შესახებ, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა რუსლან ჟელდიბაიმ განაცხადა.
"პრეზიდენტი ისტორიულ ფაქტად მიიჩნევს ნ.ა. ნაზარბაევის გადამწყვეტ როლს ყაზახეთის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და დედაქალაქის ჩამოყალიბებაში. ამიტომ, პირველი პრეზიდენტის სახელობის სხვა ობიექტებმა უნდა შეინარჩუნონ თავიანთი სახელები“, - ამბობს ჟელდიბაი
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტიდან დედაქალაქს ნურ-სულთანი ეწოდა. თუ დედაქალაქის ყოფილი სახელწოდების დაბრუნების წინადადება კონსტიტუციაში შემოდგომაზე მოსალოდნელ არჩევნებამდე შევიდა, მაშინ ეს წლის დასაწყისიდან მეორე ცვლილება იქნება ძირითად კანონში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ტოყაევმა ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომაზე ჩანიშნა.