"ოცნების" ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების გასანეიტრალებლად გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. მორიგი იერიში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ირაკლი კობახიძემ მიიტანა და საზოგადოების სახელით მათი დაფინანსების წყაროების გასაჯაროება მოითხოვა.
თავდასხმის მთავარი სამიზნე სექტორის ყველაზე გავლენიანი წამომადგენლები არიან, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ. სამოქალაქო საზოგადოება აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" პუტინის რეჟიმის მსგავსად ახლა ნიადაგს ამზადებს, და საბოლოოდ რუსული მოდელით გეგმავს დაუმორჩილებელი ორგანიზაციების განეიტრალებას.