
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ედინბურგიდან ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში გადაასვენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნორტოლტის სამხედრო ბაზაზე, თვითმფრინავს, რომლითაც ელისაბედ მეორე გადაასვენეს, პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დახვდნენ.
დედოფალს ბუკინგემის სასახლეში დაასვენებენ. სასახლეში უკვე იკრიბებიან სამეფო ოჯახის წევრები.
ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე, 19 სექტემბერს ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან.