ლაშა ლურსმანაშვილი ადასტურებს, რომ "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ კადრებში თვითონ ჩანს

გამოქვეყნდა:

ლაშა ლურსმანაშვილი ადასტურებს, რომ "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ კადრებში თვითონ ჩანს - ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმესაათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რის შემდეგაც ლურსმანაშვილმა მედიასთან მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა:

არასწორ დროს მოვხვდი არასწორ ადგილას. გური ამირხანაშვილმა მთხოვა დარეკვა, - ამბობს ლურსმანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ეს ის პირია, ვისაც "კაწროს" ადვოკატი "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში არსებულ "თეთრპერანგიან პირს" უწოდებს. თამარ აბესაძის თქმით, სამართალდამცველებმა მისი ვინაობა ცოტა ხნის წინ დაადგინეს.

არსებული ინფორმაციით, ლაშა ლურსმანაშვილი ხაშურში ცხოვრობს.

თუმცა, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა არის თუ არა ლურსმანაშვილი ის, ვინც "მთავარი არხის" მოპოვებულ კადრებში ფიგურირებს.

ცნობისთვის, ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ჩერდება მიკროავტობუსი, საიდანაც ჩამოდის ე.წ. "თეთრპერანგიანი პირი", რის შემდეგაც გურამ ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. 

"კაწროს" გამოკითხვა კი შსს-ში რამდენიმე საათის წინ დასრულდა - ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ავთანდილ ბილანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა მედიასთან კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის კვალი სწორედ ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე "კაწრომდე" მიდის - სკანდალური მტკიცებულებები "მთავარი არხის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების დეტალური გაშიფვრის შემდეგ აღმოაჩინეს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი