
"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონს ემატება სპეციალური მუხლი "პასუხის უფლების შესახებ. მუხლი ადგენს, რომ დაინტერესებულ პირს, ვისი კანონიერი ინტერესებიც შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით, პასუხის უფლება აქვს.
მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის მხრიდან უარი შესაძლოა კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.
მმართველი პარტიის არგუმენტით, მიზანი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა, თუმცა მედიაექსპერტების შეფასებით, ასეთ კანონპროექტებს ინტერპრეტაცია არ უნდა მიეცეთ, რაც მედიის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იქნება გამოყენებული.