მარტო ჩვენი გამოხმაურება არ ყოფნის, მედიამაც და ოპოზიციამაც თქვას პოზიცია - პაპუაშვილი ომში ჩართვაზე

გამოქვეყნდა:

"სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვის რისკი, რომ არსებობს მტკიცებაც არ უნდა, როდესაც რუსი სამხედროები ამ შენობიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში არიან განთავსებული. მეორე გვესმოდა სხვადასხვა აქტორების მხრიდან ხან პირდაპირ, ხან ირიბი, ხან შეფარვით, ხან იმით, რომ შეგულიანება ხდებოდა, რომ საქართველო ამ პროცესში ჩაერთოს. ამიტომ  ერთი მხრივ არის ზოგადი რისკი, მეორე მხრივ არის კონკრეტული მოწოდებები, რომელიც გვესმის და არ წყდება. აქ მარტო ჩვენი გამოხმაურება არ ყოფნის. მნიშვნელოვანია მედიამაც და ოპოზიციამაც თქვას რა არის მათი პოზიცია. მხოლოდ ზოგიერთებისგან გვესმის ცხადი პოზიცია. ის, რომ აბსოლუტური დაგმობა ვინც არ უნდა იყოს, რომ საქართველო ჩაებას რაღაცნაირად ამ სამხედრო კონფლიქტში, უნდა მოხდეს ყველას მხრიდან, ყველა, ვინც თავის თავს თვლის ამ ქვეყნის პატრიოტად, პირველი რაც უნდა გააკეთოს, იმ ადამიანების ეს განცხადებები დაგმოს. სამწუხაროდ, ამ მხრივ ხელისუფლება მარტო არის, რომ ასეთი ტიპის განცხადებები როცა ხდება, ამას გამოეხმაუროს. რომ არავინ ამ ქვეყანაში არ აყვეს ამ მოწოდებებს"

- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ. "მეორე ფრონტის" გახსნასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარების იდეის კონტექსტში, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი