
მამისა და ბაბუის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი ოკინაშვილი დაკავებულია. შემთხვევა მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში 7 ივლისს მოხდა.
მკვლელობის შემდეგ 28 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მეზობლის ავტომანქანით მიიმალა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა მანქანა სოფელში იპოვეს. გიორგი ოკინაშვილი ციხიდან 10 დღის წინ გამოვიდა. იგი რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის, მკვლელობისა და ყაჩაღობის მუხლებით.
ორი დღის წინ მომხდარ დანაშაულზე გამოძიება 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.