
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ფინანსურ სექტორს მძიმე პრობლემები აქვს, ხოლო მისი მრეწველობა და სამხედრო ინფრასტრუქტურა ინგრევა სწორედ იმ სანქციების გამო, რომელიც ევროპამ ომის საპასუხოდ დააწესა. მათ შორის, რუსეთიდან საერთაშორისო კომპანიების გამოსვლით.
”რუსი სამხედროები იღებენ ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან მათი სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად, რადგან მათ ნახევარგამტარები ამოიწურა. რუსეთის ინდუსტრია დანგრეულია,” - თქვა მან.
ამავე განცხადებაში ლაიენმა ღიად თქვა, რომ ევროკავშირი რუსეთთან უკომპრომისო იქნება და არც სანქციები მოიხსნება.
იხილეთ ასევე: