უკრაინა: რუსი ოფიციალური პირებისგან მოლაპარაკებების განახლებაზე არასაჯარო მცდელობებიც იყო

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რუსეთი დაჟინებით სთავაზობდა კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას.

„იყო საჯარო და არასაჯარო მცდელობები რუსი ოფიციალური პირების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან. უკრაინა არასოდეს დაშორებულა მოლაპარაკებებს. მაგრამ იმ დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა ჩვენს მიწაზე და აგრძელებს ჩადენას, მოლაპარაკებების ბერკეტები განსხვავდება თებერვალში მიმდინარე მოლაპარაკებებისგან" - განაცხადა მან ინტერვიუში.

სტეფანიშინას მიაჩნია, რომ რუსები ახლა სთავაზობენ მოლაპარაკებებს უკრაინის ჯარების კომტრშეტევების შესაჩერებლად.

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ სცენარში. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევძლებთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური დღის წესრიგის განხორციელებას და მზად ვიქნებით მოლაპარაკებებისთვის, როცა უკრაინისთვის შესაფერისი მომენტი იქნება",- თქვა მან. 

ცნობისთვის, სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც შეეხო.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი