ევროკომისია უნგრეთისთვის გარკვეული დაფინანსების შეჩერების რეკომენდაციას გასცემს - Reuters

გამოქვეყნდა:

ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უნგრეთისთვის გარკვეული დაფინანსების შეჩერებას.

საუბარია დაფინანსებაზე, რომელიც ამჟამად ბლოკის 2021-2017 წლების საერთო ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. ინფორმაციას Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ პირველი ნაბიჯი იქნება.

გამოცემასთან ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ყვება, რომ უნგრეთისთვის გამოყოფილი 22.5 მილიონი ევრო შესაძლოა 70%-ით შემცირდეს, თუმცა არც ერთი წყარო მედიასთან ზუსტ თანხას არ ასახელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა დღეს, 14 სექტემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროკომისია გაუყინავს დახმარებას იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც აზიანებენ დემოკრატიას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი