
რუსული არმია ისევ დარტყმის ქვეშაა, მაგრამ ამჯერად უკვე ყარაბაღში. დამოუკიდებელი წყაროები ავრცელებენ ორ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას გადაღებულ კადრებს, რომლებშიც განადგურებული რუსული ტექნიკა ჩანს.
ვინ დაესხა თავს რუსულ სატრანსპორტო კოლონას და ФСБ-ს ავტომობილს, დაუდგენელია, თუმცა მთავარ ეჭვმიტანილად აზერბაიჯანული მხარე სახელდება. მოსკოვში უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლებიან და განმარტავენ, რომ რუს სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის.
სომხეთი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადება. მაგრამ ნიკოლ ფაშინიანი ჯერ არ ჩქარობს. პოლიტიკურად ახლა პრემიერმინისტრი რთულ ვითარებაშია: ქვეყანაში მისი გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო; რუსეთმა ფაქტობრივად ღიად უთხრა უარი მხარდაჭერაზე და უმოქმედოდ არის ე.წ. ОДКБ - სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც ერთმანეთის დაცვის მიზნით ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ნაწილს აერთიანებს.
ავტორი: გუგა მაისურაძე