
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში, შეიძლება გაჩნდეს სირთულეები, რომლებსაც აქვთ შედეგები ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც ასე ვთქვათ, დეგლობალიზაციის მომხრეა - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერმინისტრთან გამართული ერთობლივი ბრიფინგისას.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, აზერბაიჯანმა ევროკავშირს იმაზე ორჯერ მეტი გაზი მიჰყიდა ვიდრე ადრე და გეგმავს თუ არა ფედერალური მთავრობა რაიმე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმას, შოლცი პასუხობს:
"მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, უნდა ივაჭროს ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მომხრეები ვართ. რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვას გაზთან დაკავშირებულს, ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ ახლა, რომ სხვადასხვა წყაროები გვქონდეს გაზის მომარაგების არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროკავშირში და ამისათვის ვავითარებთ ჩვენ ინფრასტრუქტურას ევროპაში, რომელიც ურთიერთგაცვლას შესაძლებელს გახდის, იმპორტს გახდის შესაძლებელს, ჩვენ ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებებს გაზის მოწოდების შესახებ, ეს არის რაც ჩვენ ვისწავლეთ აქედან და ეს მოქმედებს იმ ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ, გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან. ნიდერლანდების, ბელგიის და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი შტადეში, და სხვა ჩრდილოეთ გერმანულ ქალაქებში, საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი საქართველოში და მივაღწიოთ ენერგოდამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს." ამბობს გერმანიის კანცლერი.
მას პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებაც კითხეს, რაზეც შოლცმა თქვა, რომ ვერ შენიშნა პოზიციის ცვლილება უკრაინაში ომის დაწყებაზე, თუმცა გერმანიის კანცლერი თვლის, რომ ლაპარაკი მაინც მნიშვნელოვანია:
"ვერ გეტყვით, რომ იქ რაღაცა შეიცვალა, ან შეგნება გიზარდა იმისა, რომ ეს ომის დაწყება შეცდომა იყო და მე ვერ დავინახე რომ ახალი პოზიციები გაჩნდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მაინც ერთმანეთთან ლაპარაკი და მნიშვნელოვანია, რომ მე ვთქვა ის, რასაც მე ვფიქრობ, რომ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინიდან, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან იმისთვის, რომ მშვიდობას რეგიონში მიეცეს შანსი და ეს არის ერთადერთი პერსპექტივა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს გავაკეთე კიდევაც" ამბობს შოლცი.
[სინქრონული თარგმანი]