"არანაირი დოკუმენტი არაა ხელმოწერილი... ეს დივერსიაა" | ფაშინიანი გავრცელებულ ინფორმაციაზე

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის ხელს აწერდა დოკუმენტს, რაც კაპიტულაციას და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებას გულისხმობდა.

ფაშინიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ არანაირი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და არც ხელის მოწერას აპირებს. მისი თქმით, "ეს დივერსიაა, რომელიც გარე არამეგობრული ძალების მიერ ქვეყნის გატეხვას ემსახურება".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანი აპირებდა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რაც კაპიტულაციას გულისხმობდა და მთიან ყარაბაღზე კონტროლის სრულად გადაცემას აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გეგმავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი