
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მისიის პირველი ჯგუფი სომხეთში დღეს, 15 სექტემბერს ჩავა. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსპიკერმა ვლადიმირ ზაინეტდინოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ერევანში ჩასულ ჯგუფს ОДКБ-ს გაერთიანებული შტატის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი უხელმძღვანელებს. ცნობილია, რომ ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანისლან ზასი სომხეთში მომავალ კვირაში ჩავა.
ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე ОДКБ რუსეთის მიერ შექმნილი ალიანსია, რომელშიც ამ დროისთვის 6 პოსტ-საბჭოთა ქვეყანა: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებული. ალიანსი იღებს ვალდებულებას, რომ თუ რომელიმე წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმებოდნენ, მტერს შესაბამის პასუხს გასცემდნენ.
სწორედ ამ ალიანსის წევრი ქვეყანაა სომხეთი, აზერბაიჯანი კი არა. თუმცა პუტინმა ორივე მხარეს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და სომხეთს დახმარებაზე უარი უთხრა.