
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველი კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით. ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2283 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესი“.
2. ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 2022 წლის 14 სექტემბერს და ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადების დღიდან.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადების დღიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში", წერია ბრძანებაში.
პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ენმ-მ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა.