დაახლოებით 53 850 ჯარისკაცი, 2 193 0 ტანკი | რუსი ოკუპანტების დანაკარგი 15 სექტემბრის მონაცემებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ  ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 15 სექტემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 53 850;
  • ტანკი - 2 193 ;
  • ჯავშანტექნიკა - 4 682 ;
  • საარტილერიო სისტემა - 1 295 ;
  • სარაკეტო სისტემა - 311;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 167;
  • თვითმფრინავები - 250;
  • ვერტმფრენი - 215;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 908;
  • საკრუიზო რაკეტები - 233;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 522;
  •  გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 120.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი