ირაკლი კობახიძე სოსო გოგაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ რკინიგზაში დასაქმებას სთავაზობდა - მარტყოფლიშვილი

გამოქვეყნდა:

სოსო გოგაშვილის ცოლი, თია მარტყოფლიშვილი  ამბობს, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, მაშინ როცა მისი ქმარი სუს-დანაც და "ქართული ოცნებიდანაც" წასული იყო, მათთან სახლში ირაკლი კობახიძე მივიდა და გაჩუმების სანაცვლოდ "საქართველოს რკინიგზაში", ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმება შესთავაზა. 

"ირაკლი კობახიძე ჩვენ ოჯახში მოვიდა 1 წლის წინ, როდესაც მათ უკვე თურმე საქმე აღძრული ჰქონიათ და იგი მოვიდა შავი ფერის დაბურული შკოდით. როცა 2 საათი გაგრძელდა საუბარი და გამოვედი, მკაცრი ტონით უთხრა ირაკლი კობახიძეს, რაც ჩემი ყურით კარგად გავიგონე - ირაკლი გაიგე, სოსო გოგაშვილი არ იყიდება.

შემოთავაზება იყო, რომ მე [სოსო გოგაშვილი] რკინიგზაში უნდა წავსულიყავი უფროსად, ექნებოდა 20 000 ლარი ხელფასი და ვიქნებოდი ძალიან მშვიდად, გაჩუმების სანაცვლოდ..." ამბობს თია მარტყოფლიშვილი და დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ამ შეთავაზებით, პირადად ივანიშვილის დავალებით მივიდა:

"ირაკლი კობახიძე რა ფიგურაა ისეთი, რომ თავისი ინიციატივით გადაწყვიტოს რამე, თუ არა ბიძინა ვანიშვილის დავალებით რომ არ მოსულიყო ის ჩვენთან"  ამბობს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე.  

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი