კობახიძე ამ განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ რუსულ ოცნებას მისცეს ხმა - მელია

გამოქვეყნდა:

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ერთმანეთს ადარებს უკრაინაში რუსეთის აგრესიას და საქართველოდ დროებით ოკუპირებულ რეგიონებს.

ნიკა მელია წერს:

"მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას! 
კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში - უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს,  უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი - საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა რომ გაიგოს! 
მჯერა, კობახიძის ამ განცხადებამ ისევე გააოგნა ქართული ოცნების მხარდამჭერების
დიდი ნაწილი, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი. 
კობახიძე ამ განცხადებით,  „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ „ქართული ოცნება“ კი არა, რუსულ ოცნებას მისცეს ხმა!" წერს მელია

როდესაც ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ოსს - თქვა კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი