
არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტოს მათზე თავდასხმები და შევიწროება. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ შემაშფოთებელია, მათ შორის მმართველი პარტიის წევრების მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის კომენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებთან დაკავშირებით.
მათივე თქმით, აღნიშნულ განცხადებებში მათ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა.
"აღნიშნული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მადისკრედიტირებელი ეფექტი აქვს, ასევე საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო და უფლებადაცვით ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობას", - წერია განცხადებაში.
NGO-ები აღნიშნავენ, რომ შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მსგავსი ხასიათის თავდასხმები.
"ამგვარი განცხადებები შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ადრეული სიგნალი და საფრთხე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ გარემოში საქმიანობისთვის. აუცილებელია პარალელების გავლება და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც, როდესაც გარკვეული სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების „მიზანში ამოღება“ ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. ასეთ რეჟიმებში ბოლო პერიოდის ტრენდს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით უფლებადაცვით და დემოკრატიზაციის ხელშემწყობ ორგანიზაციებზე თავდასხმები, მათი ფინანსური ბრუნვის კონტროლი და „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადება. მსგავსი ტრენდი შეინიშნება რუსეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში და არამხოლოდ", - წერენ ისინი.
მათი თქმით, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მტრული დამოკიდებულება კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ სამოქალაქო და საჯარო სექტორს შორის დიალოგს კიდევ უფრო აფერხებს, რაც თავის მხრივ მეტად უზღუდავს სივრცეს სამოქალაქო საზოგადოებას.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა:
განცხადებას ხელს აწერენ: