
ხარკოვის ოლქში რუს ოკუპანტებს 5 ბავშვი სარდაფში ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
კუპიანსკში დავალების შესრულებისას, მესაზღვრეებმა 15-დან 17 წლამდე ასაკის ხუთი მოზარდი იპოვეს, რომლებიც ოკუპანტებმა სარდაფში ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს.
ირკვევა, რომ 4 გოგო და ერთი ბიჭი, 7 დღე იმყოფებოდნენ სარდაფში, სადაც ოკუპანტებმა ე.წ. ფილტრაციის ღონისძიებების ჩატარების შემდეგ გამოკეტეს.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინელებმა ხარკოვის რეგიონის 400 დასახლებული პუნქტი, თითქმის 6 თვიანი ოკუპაციის შემდეგ გაათავისუფლეს.