ნავალნის გუნდის ინფორმაციით, "ვაგნერში" გასაწევრიანებლად პრიგოჟინი პატიმრებს იბირებს - [video]

გამოქვეყნდა:

ალექსეი ნავალნის გუნდი ტელეგრამ არხზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მათი ინფორმაციით, რუსი ბიზნესმენი და პუტინის მზარეულად წოდებული, ევგენი პრიგოჟინი ჩანს. ის რუსული კერძო დაჯგუფება "ვაგნერის" მთავარ დამფინანსებლად მიიჩნევა. 

ნავალნის ჯგუფი წერს, რომ პრიგოჟინი, რუსეთის მარი-ელის რესპუბლიკის კოლონიაში, პატიმრებს იბირებს რომ სამხედრო კომპანია "ვაგნერში" ჩაეწერონ და უკრაინაში საბრძოლველად წავიდნენ. 

"სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის წარმომადგენელი ვარ. რთული ომი მიმდინარეობს. ჩეჩნები ვერ იბრძვიან. საბრძოლო მასალები 20ჯერ უფრო მეტი დაიხარჯა ვიდრე კალინინგრადში. პირველი რაც ხელს გვიშლის დეზერტირობა, ამიტომ უკან არ უნდა დაიხიოთ, ტყვედ არ ჩაბარდეთ და არ გაიქცეთ. ტყვედ ჩავარდნის დროს 2 ხელყუმბარა უნდა გქონდეთ თან. მეორე ფაქტორი რაც ხელს გვიშლის ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე  დამოკიდებულებაა. 
6 თვე საბრძოლო მოქმედებების ზონაში იქნებით. 
მესამე ხელისშემშლელი ფაქტორი მაროდიორობა, ადგილობრივ ქალებთან და კაცებთან სექსუალური კავშირია. პატიმრების პირველი ჯგუფში, რომელიც ჩემს დაქვემდებარებაში იბრძოდა, 40 ადამიანი იყო. უჰლედარის შეტევების დროს იბრძოდნენ.   ყველა სახის სამხედრო ტექნიკა გვაქვს, რაც თავდასხმების დროს გამოგვადგება. მსახურების 6 თვის შემდეგ შეწყალება შეგეხებათ და სახლში წახვალთ. თუ ჩვენთან დარჩენას გადაწყვეტთ, კონტრაქტს გაგიგრძელებთ. ციხეში არ დაბრუნდებით. დეზერტირობის შემთხვევაში სიკვდილით დაისჯებით. დასაფიქრებლად 5 წუთი გაქვთ" ისმის ვიდეოში, სავარაუდოდ პრიგოჟინის მიმართვა პატიმრებისადმი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი