არავითარი ანტიდასავლური და ანტიამერიკული მათ განცხადებებში არ არის - კობახიძე "წასულებზე"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიიდან გასული 4 დეპუტატის განცხადებებში ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ რიტორიკას ვერ ხედავს. მისი თქმით, მათ შორის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობაა და "წასულები" პარლამენტში მხარს დაუჭერენ მმართველი გუნდის ინიციატივებს.

"ეს არის ტაქტიკური აზრთა სხვადასხვაობა ჩვენ შორის, რაც შეეხება ღირებულებებს, აქ ჩვენ აცდენა არ გვაქვს, მათაც აქვთ იგივე ღირებულებები, რაც გვაქვს ჩვენ და პატივს ვცემთ ჩვენ ამ 4 ადამიანს და იყო ხშირად საუბრობენ, რომ ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ა.შ არავითარი ანტიდასავლური და ანტიამერიკული მათ განცხადებებში და ქმედებებში არ არის, ამის რომ არ გვჯეროდეს, ბუნებრივია ერთად ვერ ვიქნებოდით უმრავლესობაში", - თქვა კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში 84-კაციანი უმრავლესობა ჰქონდეთ.

ცნობისთვის, პარტიიდან წასული და უმრავლესობაში დარჩენილი 4 დეპუტატი პერიოდულად ავრცელებს წერილებს, რომლებითაც თავს ესხმიან ამერიკის საელჩოს, ამერიკის ელჩ კელი დეგნანსა და სხვა დასავლელ პარტნიორებს. ისინი ავრცელებენ ნარატივს, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი