
ლიეტუვა უახლოეს მომავალში უკრაინაში დამატებით ჯავშანტრანსპორტიორების ორ პარტიას გაგზავნის - ამის შესახებ ოთხშაბათს ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
"მხოლოდ დღეს ლიეტუვის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ჩვენ გავაგზავნით დამატებით ჯავშანტრანსპორტიორებს ორ პარტიას. ერთი მათგანი უკრაინაში ძალიან მალე უნდა ჩავიდეს", - თქვა ლანდსბერგისმა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი ჯავშანტრანსპორტიორები იქნება ეს, მან მხოლოდ ხაზი გაუსვა, იმას რომ უკრაინელმა სამხედროებმა იციან, სად ჯობია მათი გამოყენება.
ცნობისთვის, მანამდე ლიეტუვამ უკრაინაში ამერიკული წარმოების M113 ჯავშანტრანსპორტიორები გაგზავნა.