ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 5 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა  უკრაინისთვის 5 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 534-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სესხი გამოიყო იმ მიზნით, რომ უკრაინას დაეხმაროს რუსეთის შეჭრით გამოწვეული მწვავე ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

ცნობისთვის,  ეს არის ევროკავშირის მხრიდან, უკრაინისთვის გაწეული 9 მილიარდიანი დახმარებიდან მეორე ტრანში. 
 

.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი