
საერთოდ ადამიანს არ იცნობდა, როგორ უნდა დაევალებინა სოსო გოგაშვილისთვის, ან როგორ უნდა გაეგზავნა გოგაშვილს, როცა მე ვიყავი იქ. მაშინ მე გავაგზავნიდი, ეს არის სიცრუე - ასე პასუხობს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი უფროსის დღევანდელ ბრალდებებს.
გომელაური ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი სოსო გოგაშვილს არ იცნობდა, შესაბამისად ვერც დავალებებს მისცემდა. საუბარია VIP პერსონების საუბრების მოსმენებზე და ივანიშვილისთვის კრებსების სახით გადაცემაზე:
"განცხადება, რაც გააკეთა სოსო გოგაშვილმა რა თქმა უნდა ეს არის ტყუილი, სიცრუეა სრული, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ბიძინა ვერანაირად ვერ დაავალებდა, ის არ იცნობდა მას. როგორ წარმოგიდგენიათ, მე ვიყავი იქ ხელმძღვანელი, რატომ დაავალებდა როდესაც არ იცნობდა ადამიანს, ან რა უნდა დაევალებინა...
უკანონო მოსმენები, საერთოდ გამორიცხეთ ეგ თემა, არ ხორციელდება. კანონთ რაც არის, ეს არის არამარტო კრებსები, აუდიომოსმენა, აქ არის ოპერატიული მასალა უამრავი, რომელიც მოაქვს ოპერატიულ აგენტს. ეს რომ დავჯდეთ და სუს-ს უფროსმა ეს იკითხოს, ერთი კაცი ამას ვერ აუვა.
მტკიცებულებები თუ აქვს გამოიტანოს და დადოს....მე რომ ვიჯდე შსს-ში და რაც ოპერატიულ მასალა შემოდის ვიკითხო, მინიმუმ 3 გომელაური უნდა იყოს, რომ ეს იკითხოს." ამბობს გომელაური.
მან გოგაშვილის კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული 2 ათასამდე ადამიანი ფარულად უსმენს მოქალაქეებს, გომელაურმა უპასუხა:
"შსს-ც უსმენს კანონიერად, უფლება აქვს კანონით მინიჭებული თავდაცვის სამინისტროსაც, სუს-საც, პროკურატურასაც, სასჯელაღსრულებას - აქვთ უფლება, აიღებენ განჩინებას და მოუსმენენ" - ამბობს ის.
შს მინისტრი ადასტურებს, რომ იცნობს ბექა მამარდაშვილს, რომელსაც გოგაშვილის მტკიცებით, კრებსები ივანიშვილთან მიჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ მამარდაშვილს მოსმენებთან კავშირი საერთოდ არ ჰქონია და უსაფრთხოების სამსახურიდან მისი [გომელაურის] წასვლიდან მალევე წავიდა:
"ეს ადამიანი მოსმენების თემაში საერთოდ არ იყო, იყო პროგრამისტი ერთ ერთი ძლიერი, რომელიც ეხმარებოდა მომსახურების სააგენტოს, კამარების განახლება, სახის ამოცნობა და ა.შ. ამ ადამიანს საერთოდ შეხება არ ჰქონდა მოსმენებთან" თქვა გომელაურმა.