"ვაფასებთ ჩინეთის დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით" | პუტინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ესმის ჩინეთის შეშფოთება უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და მზად არის, განმარტოს რუსეთის პოზიცია ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებების ფარგლებში. 

ეს მოლაპარაკებები სამარყანდში "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტის ფარგლებში იმართება. 

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, გვესმის თქვენი კითხვები და თქვენი შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით და დღევანდელ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, დეტალურად განვმარტავთ ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - თქვა პუტინმა (ციტატა ინტერფაქსიდან).

ასევე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი იცავს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და გმობს „აშშ-ისა და მისი თანამგზავრების პროვოკაციებს ტაივანში“.

ცნობისთვის, ერთის მხრივ, ჩინეთმა არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ, 7 აპრილს, როდესაც გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. მეორე მხრივ, ჩინეთი არც შეჭრის წინააღმდეგ განცხადებით გამოვიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი