
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას მიაწვდის კიდევ ორ Mars II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემასა და 50 ჯავშანმანქანას. დახმარების პაკეტი გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, მოიცავს 200 რაკეტას.
მინისტრის თქმით, სექტემბრის ბოლომდე უკრაინელმა სამხედროებმა ამ სისტემებთან მუშაობისთვის შესაბამისი მომზადება უნდა გაიარონ.
მანამდე უკრაინამ უკვე მიიღო სამი MLRS Mars II. მათ უწოდებენ ამერიკული HIMARS-ის ანალოგს. გარდა ამისა, გერმანია გეგმავს უკრაინაში 50 Dingo-ს ტიპის ჯავშანმანქანის გადაცემას, განაცხადა ლამბრეხტმა.
გერმანიის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე პირობა დადო, რომ მალე დაასრულებს საბერძნეთთან დაგეგმილ ე.წ. გაცვლას. ამ გაცვლის ფარგლებში, ათენის მთავრობა უკრაინას 40 საბჭოთა ტიპის ჯავშანსატანკო საბრძოლო მანქანას მიაწვდის, სანაცვლოდ გერმანიიდან მიიღებს 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანას.