
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის სახელი კიევში, დიდების ხეივანში ამოიტვიფრა. ადგილზე დღეს თავად ლეიენი და ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპელ პოლიტიკოსს ომში აღმოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის:
"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისიდანვე, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში საერთო ევროპული ღირებულებების დასაცავად.
დღეიდან მისი სახელი იქნება კიევის დიდების ხეივანში დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლატვიისა და ჩეხეთის სახელმწიფო მოღვაწეების სახელების გვერდით." წერს ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანდჟეი დუდამ კიევში, კონსტიტუციის მოედანზე, დიდების ხეივანი 23 აგვისტოს
გახსნეს.