აშშ-ის ახალი სანქციები რუსების წინააღმდეგ: კადიროვის ოჯახი, ბავშვთა ომბუდსმენი და ბანკირები

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ახალი სანქციები რუსების წინააღმდეგ: სიაში კადიროვის ოჯახი, ბავშვთა ომბუდსმენი და ბანკირები მოხვდნენ. შეერთებულმა შტატებმა განაახლა სანქციების სია, რომელიც რეგულარულად ახლდება 2022 წლის 24 თებერვლიდან.

ინდივიდუალური სანქციების ქვეშ მოხვდნენ: 

  • ბავშვთა ომბუდსმენი ოლგა ბელოვა - უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციაში მონაწილეობისთვის.
  • ფინანსისტები ვლადიმერ კომლევი, ვიქტორ ჟიდკოვი, ედი ასტანინი და ანდრეი მელნიკოვი.ისინი დაკავშირებული არიან რუსულ გადახდის სისტემა „მირთან“ და სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთისთვის ადრე დაწესებული ფინანსური შეზღუდვების გვერდის ავლის გამო. 
  • ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვის ოჯახი - მედნი, ფატიმა და ამინათ კადიროვები (აშშ ხაზინის ვებსაიტზე თითოეული მითითებულია როგორც "კადიროვის ერთ-ერთი ცოლი"). ასევე მისი ქალიშვილები აიშატი, ტაბარიკი და კარინა. თავად კადიროვი და მისი ოფიციალური მეუღლე მედნი უკვე იმყოფებოდნენ აშშ-ს სანქციების ქვეშ 2020 წლის დეკემბრიდან. ახალი სანქციები ითვალისწინებს არამხოლოდ აშშ-ში შესვლის აკრძალვას, არამედ აქტივების ჩამორთმევას.
  • ნეო-ნაცისტების მეთაურები, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, "რუსიჩის" რაზმი - ალექსეი მილჩაკოვი და იან პეტროვსკი - ხარკოვის რეგიონში გამართულ ბრძოლებში "განსაკუთრებული სისასტიკის" გამოვლენისთვის.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, სანქციების სიაში რუსეთის მიერ დროებით ანექსირებული ყირიმის რამდენიმე საშუალო დონის "ოფიციალური პირიც" მოხვდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი